საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

18 წლამდე მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი ნაკრები 8:3 დაამარცხა.

მე-8 წუთზე უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ლელო დადეს, თუმცა გარდასახვა ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ფრანგებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ჯარიმა გაიტანეს და შეხვედრის პირველი ნახევარი 5:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა მოახერხა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.