ხვალ იქნება უზარმაზარი აქცია, პროტესტი – თაკო ჩარკვიანი

უზარმაზარი აქცია იქნება ხვალ – ამის შესახებ ,,კანონისა და სამართალი”-ს ლიდერმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. თაკო ჩარკვიანის თქმით, აქციის გამართვის დრო და ადგილი არ კონკრეტდება, რათა სარჩევნო უბნებთან ხალხის კონცენტრირებას ხელი არ შეეშალოს.

,,იქნება უზარმაზარი აქცია, პროტესტი, რომლის ინიციატორია სააკაშვილის დაბრუნების სახალხო მოძრაობა. ჩვენი მიზნების შესახებ ხელისუფლებისთვის ცნობილია, ამიტომ დაიწყეს რუსთავში გზის გადაკეტვა. არ გვინდა, ხელი შევუშალოთ იმ კონცენტრირებას, რაც ხდება უბნებზე, ამიტომაც ზუსტ ადგილს ვერ დავასახელებ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.” – განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.