მამუკა მდინარაძე: იქ, სადაც დარღვევა არ არის, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები იგონებენ ამ დარღვევებს

შეუძლებელია საარჩევნო პროცესი დარღვევების გარეშე. სუპერ იდეალურად არსად ტარდება არჩევნები, მაგრამ იქ, სადაც დარღვევა არ არის (და უმრავლეს შემთხვევაში ასე ხდება), სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები იგონებენ ამ დარღვევებს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მაგალითად რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მდგომარეობის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობენ.

„რეალურად, ამ არხებზე რომ გადართავ, გეგონება ომია ქვეყანაში. და ამ დროს სულ 3-4 უბანია ხოლმე ცხელი წერტილი ერთდროულად, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები და მათი ჟურნალისტები და დგამენ შოუს“, – განაცხადა მდინარაძემ.