“თბილისში რუსეთის დროშა ფრიალებს! თუ არ ჩამოხსნიან, ვიწყებთ აქციებს!”(ვიდეო)

გიორგი ლილუაშვილი

პარტია “საქართველო”

თბილისის თავზე რუსეთის დროშა ააფრიალეს! კონსერვატორიის შენობის თავზე რუსეთის დროშა ააფრიალეს. როდესაც ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში ვართ, სახემწიფო შენობებზე ოფიციალურად რუსეთის დროშების აფრიალება ქართული სახემწიფოსა და ქართველი ერის ღალატად მიგვაჩნია! ის რომ თურმე ვიღაცა კონკურსანტის საპატივცემულოდ სახელმწიფო დროშა ააფრიალეს ეს სამარცხვინოა! მაშინ რამდენი რუსი ტურისტი ჩამოვა და რუსთაველზე გაივლის აფრიალონ რუსეთის დროშები.

იქნებ რუსის ტანკებსაც ზარ ზეიმით და დუხავოი მუსიკით დახვდნენ. თუ არ ჩამოხსნიან რუსეთის დროშას ხვალიდან ვიწყებთ აქციებს ჯერ კონსერვატორიის შენობასთან და მოვუწოდებთ მთელ საღად მოაზროვნე ქართული ეროვნული სულისკვეთების მოსახლეობას მოვიდეს აქციაზე კონსერვატორიის წინ 05.10.2017 წ. 13:00 საათზე

ასევე მოვუწოდებთ ჟურნალისთებს გააშუქონ ამ ხელისუფლების მოღალატეობრივი საქციელი!