საქართველოს ევროკავშირის საბჭოს ელჩების ეწვევიან

​საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები (PSC) ეწვევიან. ვიზიტი ორდღიანი იქნება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

5-6 ოქტომბერს PSC-ის ელჩები შეხვდებიან როგორც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს,ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებსაც.

მათ შორის საგარეო უწყების, თავდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში ელჩები საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასაც გაეცნობიან.