„ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია, ვამაყობ თქვენით” – მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი წერილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს. ამჯერად იგი  მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო ჟურნალისტებს.

როგორც წერილშია ნათქვამი, „ნაციონალურ მოძრაობას” ბოლო რეფერენდუმზე „ძალიან მაგარი შედეგი აქვს”.

„ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა”. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. „ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.