დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც თითოეული ადამიანის უფლებებია დაცული

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე მიულოცა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება  გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ღირებულებების ერთგულია.

„ჩვენი ხელისუფლება ერთგულია ამ ღირებულებების და ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისთვის არის უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც თითოეული ადამიანის უფლებებია დაცული. დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ხელისუფლებისთვის, მთავრობისა და პარლამენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის პრინციპების განმტკიცება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.