„პროკურატურა ორ ჯოკერში გაიხიშტა, მაგრამ მე ხომ არც ტერორისტი ვარ, არც ქოცი და არც ბერას მეგობარი…“

ირაკლი ჩხვირკია

11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული

-ბოლო ზარი. შვიდ თვიანი ვაი-ვაგლახის და სამარცხვინო ფაცი-ფუცის შემდეგ ,დასრულდა პროკურატურის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი.ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს , რითაც შესაძლებელია სამართლებრივად მამხილონ რაიმე სახის დანაშაულში.მათი ცრუ მოწმეების ყველა ჩვენება მათსავე მიერ წარმოდგენილი ვიდეო კადრებით გაქარწყლდა. უფრო სწორად, ვიდეო ფირებმა დაადასტურა ცრუ მოწმეების ტწუილები და ჩემი უდანაშაულობა.

პროკურორებს ვკითხე ჰქონდათ თუ არა რამე ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი სადაც ჩანდა ის რასაც მაბრალებენ. პროკურორმა თქვა რო ასეთი რამე არ არსებობს და ერთად -ერთი პრეტენზია აქვთ ჩემს ინტერვიუსტან და ფიქრობენ რომ ამ ერთი ინტერვიუთი შეიძლება ეს აბსურდული ბრალი დამიმტკიცონ და 6 წლით ციხეში გამიშვან. ხელისუფლება ამბობ, რომ ჩატაევის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა და პროკურატურამ ამიტომ თქვა ბრალზე უარიო. დედას გეფიცებით, მხოლოდ ორ წუთიან ინტერვიუს მედავებიან და ამ ინტერვიუშიც არაფერს ვამბობ დანაშაულებრივს.

ამათ ნამუსი რომ ჰქონდეთ ,მართლა იტყოდნენ ბრალდებაზე უარს,მაგრამ მე ხომ არც ტერორისტი ვარ,არც აისისი , არც ქოცი და არც ბერას მეგობარი. ჩემს ბოლო ზარს მოსამართლე მამისეიშვილი დეკემბრის შუა რიცხვებში ჩამოჰკრავს და მაშინ გავიგებთ თავისუფალი ვარ თუ საშემოდგომოს გამომაყოლებს. თუ კი ამ კაცმა ზეწოლას , შანტაჟს და ქოცების წნეხს გაუძლო 100% ვიცი რომ გამამართლებს, იმიტომ რომ პროკურატურა ორ ჯოკერში გაიხიშტა და ჩემი მოსამართლეც საკმაოდ კომპეტენტურია საიმისოდ რომ ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა შეძლოს. მაგრამ არის მთავარი მაგრამ.თუ ზეწოლას გაუძლო და თუ პროკურატურის დავალება არ შეასრულა.

ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე მძიმე და არაპროგნოზირებადი ბოლო ზარია და იმედი მაქვს ამჯერადაც დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. სამართლებრივად წელში გამართული და რეალურადაც უდანაშაულო ვარ,მაგრამ მოსამართლე მამისეიშვილის ჩაქუჩის ხმის საბოლო მოსმენის მოლოდინი ძილს მაინც არ მაძლევს. ვნახოთ , უფრო მოსამართლეა თუ უფრო პალაჩი ,ბატონი მამისეიშვილი…” (სტილი დაცულია)