უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურში ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის გასვლის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურში სააკაშვილის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან გასვლის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ცენზორი“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„პირველ ოქტომბერს საქართველოში დააკავეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით და აღიძრა ახალი საქმე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით“, – წერს „ცენზორ ნეტის“ რედაქტორი იური ბუტუსივი.