საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2410 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 24 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 262 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 656 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 623 830-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.53% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.31%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 516 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 594 669.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 134 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.