ბრიფინგზე რუსთავის მერის გადაცდომებს გააჟღერებენ

24 ნოემბერს, 12.00 საათზე, რუსთავში, ქვემო ქართლის ტელევიზიის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგს გამართავს თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებული ქალაქ რუსთავის ვიცე მერი გოჩა ლორია და ქალაქის მერის უკანონო გათავისუფლებების სერიის კიდევ ერთი მსხვერპლი ა.ა.ი.პ. „რუსთავის კორპუსის“ დირექტორი ირმა მესხი.

ბრიფინგის თემაა: ქალაქ რუსთავის მერის – დავით ჯიქიას მიერ უფლებამოსილების გადამეტება, მართვის ერთპიროვნული მოდელის შექმნა, დისკრიმინაციული მოქმედებები.

ქალაქის მერი საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს სუბიექტური და პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე – მერის მოადგილეც და ა.ა.ი.პ. „რუსთავის კორპუსის“ დირექტორიც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ იმის გამო, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი წინასაარჩევნო კამპანიაში პ/გ „ქართული ოცნები – დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ;

მერის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს საფუძვლად უნდა დასდებოდა საკრებულოს დადგენილებით მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც  არ არსებობს;

თანამდებობიდან განთავისუფლებამდე ადგილი არ ჰქონია განთავისფლებული თანამდებობის პირების მიმართ რაიმე სახის დისციპლინარულ გადაცდომას და მათ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის არც ერთი ზომა;

ქალაქის მერის მიერ გამოცემული მსგავსი სახის უკანონო სამართლებრივი აქტები ხშირად გამხდარა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების  გამოტანის საფუძველი, რაც ქალაქის ბიუჯეტს სოლიდური ფინანსური ვალდებულებების ფასად უჯდება;

ამჟამად  მიმდინარეობს იმ საჯარო მოხელეთა მიმართ დევნა, ვინც არჩევნების პერიოდში მხარში ედგნენ პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.  ხდება  ამ  პირთა მიმართ დისციპლინური დევნის სამართლებრივი საფუძვლების ხელოვნურად მომზადება სამსახურიდან მათი შემდგომი გათავისუფლების მიზნით;

დავით ჯიქია მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს და შემდეგ მფარველობს საკუთარ საახლობლო წრეს – ნათესავებს, მეგობრებს,მეზობლებს და სხვა.

ამ და სხვა დარღვევების გათვალისწინებით, იურისტთა ჯგუფი ამზადებს სარჩელს და მიმართავს სასამართლოს ქალაქის მერის უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით;

კომენტარის დატოვება