ამ მართლმსაჯულებას არ გავასამართლებინებთ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს – თაკო ჩარკვიანი

ჩვენ არ უნდა ვთქვათ, ვინ რა დაკარგა და ვინ არა, ამას სახელმწიფო ანუ ხალხი იტყვის და მე გეუბნებით, რომ ამ ორ დღეში ხალხი იტყვის თავის სიტყვას, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი დღევანდელ მართლმსაჯულებს არ გაასამართლებინებს ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს.

„ამ მართლმსაჯულებას არ გავასამართლებინებთ ყოფილ პრეზიდენტს. ხალხი გამოვა უპირველესად მიტაცებული ხმების, სახელმწიფოს დასაცავად. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ადამიანი, რომელმაც ამ სახელმწიფოს შენებაში წვლილი შეიტანა. მღვდელს ჭილოფში იცნობენ და ერთიან საქართველოს გაუმარჯოს სახელმწიფოს დასაბრუნებლად“, – განაცხადა ჩარკვიანმა.