ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში, სადაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ, ხმაური იყო

ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში ხმაური იყო. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მას შემდეგ მივიდნენ, რაც კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ დალუქული ბიულეტენები გახსნა.

ბრალდებას უარყოფს კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი და ამბობს, რომ ხდებოდა დალუქული კონვერტების დახარისხება. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მას ბრიფინგის გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს. მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვდა ოპოზიცია, თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ელენე ხოშტარიას, ეკა ხერხეულიძესა და ანა წითლიძეს კაბინეტში შესვლის უფლება არ მისცეს.