სააკაშილის ადვოკატი: როგორც ვიცი 12 კილოზე მეტი დაიკლო, დღითიდღე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან დაიწყებს გაუარესებას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო 12 კილო დაიკლო.

როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

„ვიზუალურადაც რომ შეხედავთ, ჩანს, რომ ადამიანს დაკლებული აქვს. დაახლოებით 12 კილოზე მეტი დაიკლო, როგორც ვიცი. დღითიდღე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან დაიწყებს გაუარესებას, თუ უკვე გაუარესებული არ არის. მორალურად მხნედ არის“, – განაცხადა ბასილაიამ.