ვაფასებ მის მდგომარეობას, როგორც ძალიან საშიშს – სააკაშვილის პირადი ექიმი

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი ჯანმრთელია, თუმცა შიმშილობა მაინც საფრთხეს წარმოადგენს.

,,ოთხშაბათს დილას ჩამოვედი და ველოდები, როდის იქნება მისი ნახვა შესაძლებელი, ველოდები სახლში. ზოგადად ჯანმრთელი ადამიანია, მეტს არაფერს ვიტყვი, მე არ მაქვს მიშას თანხმობა, რომ მის ჯანმრთელობაზე ვისაუბრო.

მე ზოგადად ვაფასებ მის მდგომარეობას როგორც ძაან საშიშს, ჩემი გეგმაა, რომ სასწრაფოდ გავაკეთოთ ანალიზები სისხლის, ასევე ელექტროკარდიოგრამა, რომ შევადარო მის ადრინდელ ანალიზებს”, – ამბობს სააკაშვილის პირადი ექიმი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მე-8 დღეა, შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, ამ დრომდე საჯელაღსრულების ადმინისტრაციას არ მიუღია გადაწყვეტილება, შეუშვებს თუ არა პირად ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან.