წულუკიანის მილოცვა ნაციონალებს და სამძიმარი ელენე ხოშტარიას

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტში შესვლის თაობაზე და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ჰგავს „არჩევნების ღამეს ცესკო-ს შენობასთან ომახიან მიტინგზე გაკეთებულ განცხადებებს“.

-„გილოცავთ ამ გადაწყვეტილებას და გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც აპირებდა გვირაბის მეშვეობით საქართველოსთან კავშირის დამყარებას.

ამის შემდეგ მან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო, მაგრამ ელენე ხოშტარიას რეპლიკის შემდეგ პირადად ხოშტარიას მიმართა:

-„ქ-ნო ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ, მე არც ბავშვობაში გეჯიბრებოდით ძველბიჭობაში, არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით, ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ ძველბიჭობდით პლეხანოვზე, მე ასევე გისამძიმრებთ იმას, რომ სანდრო გვირგვლიანის მეგობარი ზიხართ ოთო კახიძის გვერდით, გისამძიმრებთ ამ იმედია დროებით კრახს, კაცი, რომელიც ვანოს იცავს დღეს, იმის გვერდით ზიხართ, თქვენ უღალატეთ ირინა ენუქიძის ხსოვნას და მოკალათდით ოთო კახიძის გვერდით…“

ელენე ხოშტარიამ კი თეა წულუკიანს კორექტულობისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ მისი საქმე მორალის კითხვა არ არის.

ელენე ხოშტარიას შენიშვნა მისცა ეკა ბესელიამაც, რაზეც წულუკიანის რეპლიკა იყო:

-“უნდა მიეჩვიოთ, ქალბატონო ეკა, ეს ხულიგნობის მხოლოდ დასაწყისია”.

კომენტარის დატოვება