25 ნოემბრიდან შედარებით დათბება

თბილისში თოვს, თუმცა სინოპტიკოზები დამაიმედებელ ინფორმაციას აქვეყნებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტო 24–27 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

“დღეიდან დასავლეთ ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 – 22 მ/წმ-შია მოსალოდნელი. ხვალიდან, ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 25 ნოემბრიდან შედარებით დათბება და უნალექო ამინდი იქნება”,– აცხადებენ სინოპტიკოსები.

კომენტარის დატოვება