წარმატებები, აბიტურიენტებო!-გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დილის 8 საათზე დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდა 4 საათი და 15 წუთი მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

წელს 38500 აბიტურიენტი აბარებს გამოცდებს.

კომენტარის დატოვება