ბა­თუმ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნან­გრე­ვე­ბი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი ინგა მე­კე­ი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბათუმში, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, რომელიც ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, გარდაიცვალა.

მეკეიძე გუშინ, 8 სექტემბერს მაშველებმა 26 მაისის ქუჩაზე ნანგრევებიდან გამოიყვანეს. მეკეიძე იმ ბავშვების დედაა, რომელთა ცხედრებიც იპოვეს. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.