რატი იონათამიშვილი: ვინც დღეს გამოდის უღირსი ლოზუნგით და სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, ის ავტომატურად ხდება იმ უმძიმესი დანაშაულის თანამზრახველი, რომელიც ჩადენილი აქვთ მას და „ნაციონალურ მოძრაობას“

მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ეხმაურება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვინც დღეს გამოდის უღირსი ლოზუნგით და სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, ის ავტომატურად ხდება იმ უმძიმესი დანაშაულის თანამზრახველი, რომელიც ჩადენილი აქვს მას.

„ვინც დღეს გამოდის ვფიქრობ, უღირსი ლოზუნგით და სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, ის ავტომატურად ხდება იმ უმძიმესი დანაშაულის თანამზრახველი, რომელიც ჩადენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“. იქნება ეს უშუალოდ ადამიანების მკვლელობა, წამება, საკუთრების უფლების ჩამორთმევა, თუ ის ტოტალური სახელმწიფოს რეკეტი და ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.