მიხეილ სააკაშვილის შვილი: ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის, რომ უბრალოდ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი, მადლობას გადავუხდით ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს

მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დედამ და შვილებმა მოინახულეს.

​როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, ოჯახის პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლებაა.

„ჩვენ ვესაუბრეთ მამას. მე და ნიკუშა მოვედით, რომ მამაჩვენი გვენახა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა ამის საშუალება მეათე დღეს. დიდი ხანი ველოდით. ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის, რომ უბრალოდ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი. აქვე მადლობას გადავუხდით ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს“,- განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.