რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილი, როგორც მოშიმშილე პატიმარი იმყოფება მუდმივი დაკვირვების ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„თუკი დადგება ამის საჭიროება, ჩვენი სამედიცინო, ძალიან კვალიფიციური პერსონალის მიერ გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა მინისტრმა.