ნეპალში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 – დაკარგულად მიიჩნევა

ნეპალში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 – დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნეპალში წყალდიდობა და მეწყერი სამდღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

გადაუღებელი წვიმის გამო, მაშველები ვერ ახერხებენ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ სეთიმდე მიღწევას, სადაც 60 ადამიანია ჩარჩენილი.

ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში წვიმა გაგრძელდება.