ისრაელში კორონავირუსის ახალი შტამის ,,დელტა+” – ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის „დელტა” შტამმა მუტაცია განიცადა და გახდა A.Y.4.2 ვარიანტი.

,,ვარიანტი AY.4.2. რომელიც აღმოჩენილია ასევე ევროპის ბევრ ქვეყანაში, გამოვლინდა ისრაელშიც, ” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Agence France-Presse- ის ცნობით, ვირუსის გადამტანი იყო 11 წლის ბიჭი, რომელიც ისრაელში ჩავიდა ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან.

სამინისტროს ცნობით, ბიჭი კარანტინში იმყოფება, მისი კონტაქტები კი  ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი.

AY.4.2, რომელსაც ზოგიერთი მოიხსენიებს, როგორც  “დელტა პლიუსს”, კორონავირუსის მუტაციის შედეგია.  ექსპერტების ცნობით, მიდინარეობს კვლევები  იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ვირუსის ეს მუტაცია. მათივე ინფორმაციით, ის ჯერ არ გვაძლებს შეშფოთების საბაბს.