“ახალი საფრთხე-დღეს აფხაზეთი, ხვალ სამაჩაბლო… შემდეგ?..

ქეთევან უგრეხელიძე

“პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა”

გალში,რუსული სამხედრო ძალების თავმოყრამ და რუსულ-აფხაზური სამხედრო ძალების გაერთიანებამ ახალი საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს სუვერენიტეტი. რუსეთის ეს მოქმედება აღქმულ იქნა,როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, აფხაზეთის ოფიციალურ ანექსიად!

დღეს აფხაზეთი, ხვალ სამაჩაბლო… შემდეგ?..

მოდით,ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და რეალურად შევხედოთ შექმნილ ვითარებას, პირველ რიგში,შევაფასოთ,რა ხდება მსოფლიოში და რამ განაპირეობა რუსეთის აშკარა და თავისუფალი ქმედება?! ახლო აღმოსავლეთში,კერძოდ სირიაში.თითქმის დასასრულს უახლოვდება საბრძოლო მოქმედებები,სადაც აქტიურად იყო ჩართული რუსეთი. აშშ-ს საარჩევნო ბატალიების შემდეგ,გაიმარჯვა ტრამპმა,რომელმაც ერთხელ თქვა,რომ ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში ხედავდა. საქართველოშიც,არჩევნების შემდეგ დარჩა ის ძალა,რომელზეც ადრე დიდ იმედებს ამყარებდარუსეთი,მაგრამ,საქართველომ ისევ განაცხადა,ნატოს და ევროკავშირის წევრობის სურვილი! რამდენად გულწრფელია საქართველოს სახელით ეს განაცხადი და რა პოზიციაზე დგას უმრავლესობა კულისებში,ძნელი სათქმელია და არც ვაპირებ ამ თემაზე ჩემი აზრის დაფიქსირებას,მაგრამ ერთ რამეზე ნამდვილად უნდა შევთანხმდეთ: საქართველოში როგორი პროგრესული და პროდასავლური ძალაც არ უნდა მოსულიყო, რუსეთი მაინც ამავე სცენარით მოუჩოჩდებოდა ჩვენს საზღვრებს.

ახლა თვალი გადავავლოთ მსოფლიო ომების ისტორიას: პირველი მსოფლიო ომი(1914-1918),დაწყების მიზეზი გახლდათ, ავსტრია-უნგრეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, ჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა,რაც მხოლოდ მიზეზი გახდა ომის დაწყებისა.ეს მსოფლიში ტერიტორიების გადანაწილების პროცესი იყო. მეორე მსოფლიო ომი(1939-1945); “გერმანია მაშინ მივიდა გაშლილ სუფრასთან,როცა ყველა კერძი დარიგებული იყო”.ისევ ტერიტორიების გადანაწილების პროცესი! ახლაც იგივე ხდება,ან ომით,ან ომის გარეშე! ეს ბრძოლაა წესების გარეშე,მოგებისთვის ყველა ხერხი დაშვებულია,მიზანი კი ამართლებს საშუალებებს! ეს დაუწერელი კანონია! საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა რუსეთისთვის გარანტიაა იყოს პოლიტიკური დომინანტი მთელ კავკასიაში,იქვეა ევროპა და აზიაც,რომელიც იძულებული გახდება შემდგომ,ანგარიში გაუწიოს რუსეთის კაპრიზებს და ინტერესებს! შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთი მყარ პოზიციებს დაიკავებს. სულ ახლახანს დასრულდა საქართველო-ამერიკის საერთო სამხედრო წვრთნა ამერიკულ ხომალდზე შავ ზღვაში,რამაც რუსეთი ააფორიაქა,რაც გამოიხატა მათ განცხადებებში. ასევე, ხომ არ გეჩვენებათ საეჭვოდ, რუსეთის და თურქრთის დაძაბული ურთიერთობის უეცარი დათბობა? თითქოს ერთი იდეის ქვეშ გაერთიანდნენ.ვფიქრობ ეს გარიგებაა შესაფერის დროს შესაფერისი ულტიმატუმებით. ამისი გამოცდილებაც გვაქვს,როცა,რევოლუციის შემდეგ მოხდა რუსეთ-თურქეთის “ჩაძმაკაცება”,ლენინმა თურქეთს ჩვენი ძირძველი მიწა,ტაო-კლარჯეთი ყირიმში გაუცვალა.მათი ასეთ დაახლოვება,ხომ არ მოასწავებს ტერიტორიების გადანაწილების ახალ ეტაპს? აფხაზეთ-სამაჩაბლოს გამყოფ ზოლთან რუსეთი დგას.აჭარა-ახალციხესთან თურქეთი,რომელსაც უკვე აქვს პრეტენზია სარფსა და ბათუმზე!!! ყოველი მხრიდან ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ.ქართველთმოძულე მარკოვი, ერთ-ერთ ტელეხიდში გვირჩევდა,უარის თქმას ნატოსა და ევროსაბჭოზე,სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდრბელ ქვეყნებად აღიარებას და ევრიზიულ კავშირში შესვლას.ეს მეგობრული” რჩევაა თუ მუქარა? ყველაზე დამაფიქრებელი ისაა,რომ საგარეო პოლიტიკა ერთ ადგილზე იტკეპნება. “ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებსო!” ევროპა-ნატოს გავყვირით და ისევ იგივე ადგილას ვდგავართ,თუმცა, სიმართლე რომ ითქვას,ყველაფერი ნამდვილად არაა ჩვენზე დამოკიდებული.

ჩვენი ტერიტორიული პრობლემების გამო,ამერიკა არ დაუპირისპირდება რუსეთს,არც ევროპა გაირთულებს საქმეს,მით უფრო,რომ უკრაინის საკითხები ისევ გადაუჭრელია!!! მსოფლიო დაძაბულობის პიკზეა! ასეთ ვითარებაში, საქართველომ უნდა მოახერხოს, პირველ რიგში შიდა კონსოლიდაცია,შემდეგ, გარე სამყაროსთან,დიპლომატიური ურთიერთობათა სტრატეგიის შემუშავება. გამოუვალი მდგომარეობიდან,ყოველთვის არსებობს ერთი გამოსავალი გზა მაინც,რომელსაც მიგნება სჭირდება! მთავრია,აზრთა სხვდასხვაობის მიუხედად,ერთ საკითხში ერთსულოვანნი ვიყოთ და ეს ერთი-ჩვენი სამშობლოა! ჩვენი საქართველო,რომლის მომავალიც ჩვენს გონიერებაზეა დამოკიდებული!”

კომენტარის დატოვება