რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, რომ გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს.

„ამასთან, ექიმს, რომელმაც იმუნიზაცია ჩაატარა, არ აქვს აცრის ჩატარების სერტიფიკატი და ამასთან, შარშან გამოვლინდა მის მიერ სერტიფიკატების გაყალბების ფაქტები, რაზეც პროკურატურაში საქმეც აღიძრა“, – აცხადებენ უწყებაში.

მოქალაქეების თქმით, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი  გაუკეთეს.