ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს – დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში 2 ლოკაციაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიცია.

სამართალდამცველებმა რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს. წინასწარი ინფორმაციით, სპეციალური ღონისძიება ნარკოდანაშაულს უკავშირდება.   სპეცოპერაციის შედეგად სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ერთი პირი დააკავეს.

სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უცნობია.