5 ივლისს პოლიციელის გინების გამო, ,,თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს, პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე, “თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი სამართალდამრღვევად ცნო.

პროკურატურა მისთვის 15-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს, პოლიციელის გინებისთვის თაბარგარის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით საქმე აღძრეს.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარში” 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.