სალომე სამადაშვილი პრეზიდენტზე – როცა აკეთებდა განცხადებებს აგვისტოს ომზე, დაბრმავებული იყო პოლიტიკური სიძულვილით

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა.

ფრაქცია “ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ზურაბიშვილი, როდესაც საქართველოს ბრალეულობაზე საუბრობდა, დაბრმავებული იყო პოლიტიკური სიძულვილით.

,,მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად არავინ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ცნობას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მომავალშიც განვამტკიცოთ არაღიარების პოლიტიკა.

სალომე ზურაბიშვილიც იმ დროს, როდესაც ის აკეთებდა სხვა განცხადებებს, იყო დაბრმავებული პოლიტიკური სიძულვილით”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.