ასეთი ადამიანები ასწლეულში ერთხელ იბადებიან, ასეთები არ არიან იმისთვის დაბადებული, რომ ციხეში ისხდნენ – ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის უკრაინელი მეუღლე, ლიზა იასკო რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფებოდა.

როგორც ჟურნალისტებთან მან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესამჩნევია.

„სამწუხაროდ, მე ძალიან კარგად ვხედავ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მე ამას ვხედავ მისი სახის ფერზე, საუბარზე და ენერგიულობაზე ვატყობ. ის მორალურად ძალიან კარგად უმკლავდება, რადგან განსაკუთრებული, მებრძოლი პიროვნება, მსოფლიო დონის პოლიტიკოსია და ასეთი ადამიანები ასწლეულში ერთხელ იბადებიან. ვუახლოვდებით კრიტიკულ მდგომარეობას და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ის ციხეში იმყოფება. ასეთები არ არიან იმისთვის დაბადებული, რომ ციხეში ისხდნენ. მას სამედიცინო დახმარება ესაჭიროება და, რა თქმა უნდა, ის თავისუფალი უნდა იყოს.

რაც შეეხება მის გადაყვანას, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი საავადმყოფოზეა დამოკიდებული, უნდა ენდობოდე პირად ექიმს, უნდა იყოს კარგი საავადმყოფო, სადაც ადამიანების ნდობა შეიძლება, რადგან გვესმის, რომ ყველა ადგილი არ არის სანდო. ის მზად არის ბოლომდე მივიდეს საკუთარი სიცოცხლის ფასად, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია და მშვიდად ვერ ვუყურებ. მდგომარეობა ისეთია, რომ საჭიროა მოქმედება. ყველამ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ის ციხიდან გამოვიდეს. ჩვენ ის ცოცხალი და ჯანმრთელი გვჭირდება. ჩემი ამოცანაა მისი მხარდაჭერა და გადავცე უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც ძალიან გულშემატკივრობს მას,” – განაცხადა ლიზა იასკომ.