“ყველა ადამიანისგან პოლიტიკოსი და მინისტრი “კეთდება”?

F-news

დემურ გიორხელიძე

ამბობენ:
“სალამური ყველა მასალისგან არ კეთდებაო!”

კ ი თ ხ ვ ა:
ყველა ადამიანისგან პოლიტიკოსი და მინისტრი “კეთდება”?

პ ა ს უ ხ ი:
ცხადია, არა!
მაგრამ
საქართველოში ყველაფერი კეთდება –
აბა, რაა მამული, თუ არ ძარცვე იგი
და
რაა შენს თანამემამულეს [რა სასაცილო სიტყვაა, არა?]
თუ ბოლომდე არ გახადე, ჩახადე და დააჩოქე?!..

არადა, საოცარია –
რომ იღატაკებს თავს და არც დაჩოქებაზეა წინააღმდეგი, ეს ჩემი თანამემამულე, ესაა საკვირველი!
ამას არ შეეგუება არცერთი ნორმალური ქართველი!

კომენტარის დატოვება