წუხელ ღამით დათესეს სრული ისტერიკა გვარამიამ, მელიამ და სხვა ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა – გამოიგონეს არ არსებული ამბავი თითქოს, ჩვენ ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში – ღარიბაშვილი

წუხელ ღამით დათესეს სრული ისტერიკა გვარამიამ, მელიამ და სხვა ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა – გამოიგონეს არ არსებული ამბავი – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაცია თითქოს გორში, იმერეთსა და ზუგდიდში მობილიზაციაა გამოცხადებული და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ყაზარმულ რეჟიმზე გამოიძახეს არ შეესაბამება სიმართლეს.

,,წუხელ ღამით დათესეს სრული ისტერიკა გვარამიამ, მელიამ და სხვა ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა. გამოიგონეს არ არსებული ამბავი, სრული ტყუილი. თითქოს ჩვენ, ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეც. დანიშნულების რაზმის გაგზავნას სამეგრელოში და სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას. ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას. ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული. ეს ფაქტი უკავშირდებოდა იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა” – განაცხადა ღარიბაშვილმა.