სააკაშვილის გათავისუფლება გამორიცხულია – მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში – ირაკლი ღარიბაშვილი

რატომ შიმშილობს სააკაშვილი? ვინ უშლის ჭამას? პატიმარი სააკაშვილი არასოდეს არ იქნება პრივილეგირებული, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„რამდენიმე ათასი პატიმარია ციხეებში, მათაც სჭირდებათ მზრუნველობა. პატიმარი სააკაშვილი არაფრითაა განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, ვიდრე სხვა პატიმრებს – ოკუპაცია, ტერიტორიების დაკარგვა და ათასობით ადამიანია. მისი გათავისუფლება გამორიცხულია – სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში“, – აცხადებს მთავრობის მეთაური.