ძალაში შევიდა საპენსიო ცვლილებები

დღეს, 1 ივლისიდან ძალაში შევიდა საპენსიო ცვლილებები და პენსია 20 ლარით მოემატათ ასაკით პენსიონერებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას და ბავშვებს.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პენსიის ზრდა სულ 35 000-მდე ადამიანს შეეხება.

ცვლილებებია მთის კანონშიც და პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში. კერძოდ, მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს პენსია 20%-ით მოემატებათ და 216 ლარი გახდება.

კომენტარის დატოვება