ირაკლი კობახიძე – რომელი ნესტან-დარეჯანია მიხეილ სააკაშვილი, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?!

რომელი ნესტან-დარეჯანია მიხეილ სააკაშვილი, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თამჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამით  მან უპასუხა კითხვას ღარიბაშვილის განცხადებიასთან დაკავშირებით – „არსებობდა გეგმა, რომ თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანდნენ, 30 ოქტომბერს მხარდამჭერები მას გაიყვანდნენ და გაათავისუფლებდნენ“.

„შიმშილობაზე პატიმარია პასუხისმგებელი, მაგრამ თუ შიმშილობის გამო გართულება იქნება, ამაზე რეაგირება იქნება იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა და იუსტიციის სამინისტრო ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად იმოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„როგორი გეგმა ჰქონდათ და აქვთ – მისი ილუზიებით 30 ოქტომბერს მათი მხარდაჭერების გარკვეული მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან სააკაშვილს და “გაათავისუფლებდნენ“,- განაცხადა პრემიერმა.