სოზარ სუბარი: შიმშილობის გამო, დანაშაულის გაუქმება არ ხდება და ვერ მოხდება ვერავისთან დაკავშირებით

შიმშილობით დანაშაულის ჩამოწერა არ ხდება. შიმშილობით უკვე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება არ ხდება, ვინც არ უნდა იშიმშილოს – ეს არის ორჯერ ორი ოთხი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ეს შეეხება პრეზიდენტსაც, ეს ეხება ნებისმიერ დამნაშავეს, იქნება ეს მკვლელობა, გაუპატიურება, თაღლითობა თუ სხვა – ნებისმიერ დანაშაულზე ერთი და იგივე სტანდარტია, რომ შიმშილობის გამო დანაშაულის გაუქმება არ ხდება და ვერ მოხდება ვერავისთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.