“უმრავლესობა ქვეყნის შენებას აანონსებს, იმედგაცრუებული ამომრჩეველი კი უკვე მათ (გადა)შენებაზე იწყებს ფიქრს…”

იმედა გოგავა

“რესპუბლიკური პარტია”-სამტრედია

იმედა გოგავა

-“ქარწაღებულნი და ჩვენ…
პოსტსაარჩევნო ინტრიგებს და პოლიტიკურ ციებ-ცხელებას სასწაულით გადარჩენილ სამტრედიელებს, უამინდობამ და ქრონიკულმა ქარიშხალმა უამრავ ზარალთან ერთად მოახლოებული ზამთრის, ხვალინდელი დღის, უიმედოდ დასუსტებული ეროვნული ვალუტის, უშუქობის, უმუშევრობის, უფულობის შიშიც არითმეტიკული პროგრესიის პრინციპით გაუზარდა…

ხოლო, ცნობილმა პრინციპმა: – მითხარი ვის მიეცი ხმა და გეტყვი რა გელის უახლოესი ოთხი წლის მანძილზე, აქტუალობის პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია. ქარწაღებულ და უშუქოდ დარჩენილ ქალაქში, ყველაფერთან ერთად, ერთგვარ ტრენდად ე.წ. ჩასარიცხი აპარატების გატაცება და გაქურდვა გახდა…

ათასი ბოდიში, მაგრამ ახლა ჩვენი დროა(ო) – შესძახეს ჩვენმა რჩეულებმა და საპარლამენტო ფუსფუსმა სკამების გადანაწილებისთვის უკომპრომისო ბრძოლასაც გზა გაუხსნა. საგანგებოდ შერჩეული და “ნავაროჩენნი” პარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის შენებას აანონსებს, იმედგაცრუებული ამომრჩეველი კი უკვე მათ (გადა)შენებაზე იწყებს ფიქრს…

ჰო მართლა, სამომხმარებლო ნივთების და პროდუქტებისგან განსხვავებით პენსია და ხელფასები ნამდვილად არ გაიზრდება…”

15134698_1174740655914629_8319196163527095239_n 15179184_1174737789248249_1982059841627663516_n

კომენტარის დატოვება