თუ ვინმე უნდა იყოს ,,ნაციონალურ მოძრაობაზე” გაბრაზებული ერთ-ერთი პირველი მე ვარ, მაგრამ უკან უნდა გადავდოთ პირადი წყენა და არ გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი – გიორგი კვაბზირიძე 

თუ ვინმე უნდა იყოს ,,ნაციონალურ მოძრაობაზე” გაბრაზებული ერთ-ერთი პირველი მე ვარ, მაგრამ უკან უნდა გადავდოთ პირადი წყენა და არ გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი – “პროგრესული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი კვაბზირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსადმი სიყვარული უნდა დავამტკიცოთ 30 ოქტომბრის არჩევნებზე და ხმა მივცეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს.

,,ჩემი მეგობრების ძალიან დიდ უმრავლესობასთან უკვე აღარ დგას ის მომენტი, თუ ვის უნდა მისცეს ხმა. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ ის როგორც მინიმუმ სამართლიან სასამართლოს იმსახურებს, რადგან ეს ადამიანი იყო საქართველოს პრეზიდენტი. ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე და ,,ნაციონალურ მოძრაობას” არასდროს არ გვქონდა კარგი დამოკიდებულება. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ბევრი რაღაცის გამო არაკომფორტულად გრძნობდა თავს და თუ ვინმე უნდა იყოს ამ პარტიაზე გაბრაზებული, ერთ-ერთი პირველი ვარ მე. მაგრამ არის პირადი წყენა და არის ქვეყნის ინტერესი. ჩვენ ყველამ ქვეყნის ინტერესი უნდა დავაყენოთ ყველაზე წინ არა მხოლოდ სადღეგრძელოში, არამედ იქ სადაც საჭიროა. ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარული უნდა დავამტკიცოთ 30 ოქტომბერს. პირად წყენას არ გადავაყოლებ ჩემი ქვეყნის მომავალს. აუცილებლად მივალ არჩევნებზე და მივცემ ხმას, რომ ჩემმა შვილმა იცხოვროს უკეთეს ქვეყანაში და არ იყოს არასდროს რუსეთის უკანა ეზო” – განაცხადა კვაბზირიძემ