ირაკლი კობახიძე – არჩევნებს 18 მუნიციპალიტეტში მყარად ვიგებთ, თუმცა ორში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვართან ახლოს არიან, საჭიროა მაქსიმალური აქტიურობა, რომ ბოროტების გამარჯვება არ დავუშვათ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ორ მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვართან ახლოს არიან, ბოროტებას თეორიული და პრაქტიკული შანსი აქვს, გაიმარჯვოს.

კობახიძის თქმით, ეს მონაცემები პარტიის აქტივის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება და აქტივი მოწოდებულ მონაცემებში არ სცდება.

„20-დან 18 მუნიციპალიტეტში ჩვენ არჩევნებს მყარად ვიგებთ, თუმცა არის ორი მუნიციპალიტეტი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვართან ახლოს არიან. ამიტომ, საჭიროა მაქსიმალური აქტიურობა, რათა არც ერთ მუნიციპალიტეტში ბოროტების გამარჯვება არ დავუშვათ“, – განაცხადა კობახიძემ.