ტრამპი დარღვევებზე წერს და მედიას აკრიტიკებს

 აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ დარღვევებზე ალაპარაკდა, რომელიც მისი თქმით სერიოზულია და მედიას არაფერს წერს. ტრამპმა იმ სამ შტატზე გაამახვილა ყურადღება, რომლებშიც ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა.

-„სერიოზულ თაღლითობას ჰქონდა ადგილი ვირჯინიის, კალიფორნიის და ნიუ-გემპშირეის შტატებში. რატომ არაფერს ამბობს ამაზე მედია? სერიოზული დარღვევებია“-წერს ტრამპი ტვიტერზე, თუმცა არ აკონკრეტებს რა დარღვევებზე და თაღლითობაზე საუბრობს.

%d1%81%d0%bd%d0%b8%d0%bc%d0%be%d0%ba

 უფრო ადრე კი ტრამპმა განაცხადა, რომ მილიონამდე ხმა კლინტონმა დარღვევით მიიღო მედიამ და მათ შორის „ასოშეიტედ პრესმა“ და გაზეთმა New York Times-მა ტრამპი დაუსაბუთებლობაში დაადანაშაულა, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარის დატოვება