მიხეილ სააკაშვილი – ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ივანიშვილს ბეჭებზე დავდებთ

ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართვას.

როგორც მის მიმართვაშია აღნიშნული, ქართველმა ხალხმა არჩევნებში უკლებლივ ყველა ქალაქში გაიმარჯვა, ამიტომ “ივანიშვილის ბანდას” ახლა მათი მრავალრიცხოვნობისა და ქუჩაში გამოსვლის ეშინია.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა გამარჯვების რეცეპტი სწორედ მრავალრიცხოვნობასა და დაუღალაობაშია.

“ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო, მერე როცა მოიგეს, უბრალოდ გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო. არადა ერთადერთი, ივანიშვილის ბანდას ეშინიათ სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის. არ არსებობს მსოფლიოში დიქტატორი, რომელსაც ამის არ ეშინია და ეს დიქტოტორი განსაკუთრების სუსტია, იმიტომ, რომ ძირითაფი ფული დასვლეთის ბანკებში აქვს და დასავლეთმა აბსოლიუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევბი და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში. აქ კი თქვა ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო, ახლა აუცილებლად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ შემდგომ ქუჩაში ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა, ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძნედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა, ასევე, რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგინული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერების.

და მეორე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა, თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობაში და დაუღალაობაშია”, – წაიკითხა სააკაშვილის მიმართვა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.