” ალოგიკური, საოცარი შეუსაბამობაა…ჰკითხეთ ივანიშვილს, რა ანალიზის საფუძველზე?!”

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

   -“გუშინ, პირდაპირ ეთერში ყოფილმა პრემიერმა ბ-ნმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ახალ პარლამენტში 100 სადეპუტატო მანდატს მოიპოვებსო!? საქმე ის არის, რომ 2012 წლის სექტემბერთან შედარებით, 2016 წლის სექტემბერში “ქართული ოცნების” და მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი განახევრებულია, ანუ 50% – ით არის შემცირებული! მაშინ, ანუ 2012 წელს, როცა რეიტინგი ორჯერ მეტი ჰქონდათ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” 80 მდე დეპუტატი გაიყვანა პარლამენტში!

მოკლედ, ალოგიკური, საოცარი შეუსაბამობაა, ჰოდა, ვისაც ხმა მაინც მიგიწვდებათ ბ-ნ ივანიშვილამდე, იქნებ აკითხინოთ ვინმეს, რა ანალიზის საფუძველზე აკეთებს იგი ასეთ პროგნოზს, რომ წელს, – განახევრებული რეიტინგით უფრო მეტი დეპუტატი ეყოლება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე 4 წლის წინათ?!.”

კომენტარის დატოვება