ხვეწნა ნამდვილად არავის უნდა დავუწყოთ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტის დატოვებაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტის დატოვებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი დეპუტატებს საკუთარი სურვილების რეალიზებას არ შეუზღუდავს.

„ორჯერ ჩვენ მათ არ შევუწყვიტეთ მანდატები, მათი განცხადებებისა და სურვილების მიუხედავად. მე ვფიქრობ, რომ ხვეწნა ნამდვილად არავის უნდა დავუწყოთ, იმიტომ, რომ უკვე 3 წელი გვაქვს ჩვენ წინ, სადაც არც არჩევნებია და არც სპეკულაციების ამგვარი საშუალებები მიეცემათ, როგორც აქამდე იყო, საარჩევნო რეჟიმში ამას უფრო ახერხებდნენ. მე არ ვფიქრობ რომ მათ უნდა შევუზღუდოთ საკუთარი სურვილების რეალიზება. ჩვენ სხვა საქმე გვაქვს, საზოგადოება გვთხოვს, დავანებოთ მათთან პოლემიკასა და უსარგებლო ჩხუბს თავი“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.