კომპანია Pfizer-მა 2021 წლისთვის ვაქცინის გაყიდვების პროგნოზი 36 მილიარდ დოლარამდე გაზარდა

ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა 2021 წლისთვის ვაქცინის გაყიდვების პროგნოზი 36 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

კომპანიამ ხელშეკრულებები გააფორმა რამდენიმე ქვეყანასთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების მიწოდებაზე და ასევე ნებართვა მიიღო ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაზე.

აღსანიშნავია, რომ ივლისში, 2021 წლისთვის ვაქცინის გაყიდვების პროგნოზი 33.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

გლობალურ დონეზე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის უპრეცედენტო კამპანიის ფონზე, Pfizer-ის ვაქცინა კომპანიის დაახლოებით 172-წლიან ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად პროდუქტად იქცა.

კომპანია თანაბრად ანაწილებს ხარჯებსა და მოგებას თავის გერმანელ პარტნიორთან, BioNTech-თან.