ეს არ არის დემოკრატია – იან კელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 მოსამართლე წევრის დანიშვნაზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ეხმაურება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 31 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 მოქმედი წევრი სხვა მოსამართლეებით ჩაანაცვლეს.

იან კელი twitter-ზე წერს: “გარკვევით ვთქვათ, ეს არ არის დემოკრატია”.

იან კელი ასევე წერს აშშ-ის საელჩოს განცხადებიდან ციტატას, სადაც ნათქვამია, რომ პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე.

მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა საზოგადოების ყურადღება მუნიციპალურ არჩევნებზე იყო გადატანილი.

აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე.