საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა ინფიცირების 6024 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 024 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 732 965-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.46%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 818 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 673 640

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 185 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 770 ადამიანი.