ეს არის დასასრულის დასაწყისი – გიორგი ფხაკაძე კოვიდსტატისტიკას ეხმაურება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კოვიდსტატისტიკას ეხმაურება:

„მე ჩემი სათქმელი ვთქვი. ვირუსმა კი თავისი სათქმელი კიდევ ერთხელ თქვა დღეს 49/6024 – ეს არის დასასრულის დასაწყისი“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 6024 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი, ხოლო 3818 პირი გამოჯანმრთელდა.