მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილს არჩევნები ციხიდან მოუგო, ახლა მთავარია, ხალხმა ეს მონაპოვარი გაიფორმოს – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” არჩევნები ციხის საკნიდან მოუგო და ახლა ამ მონაპოვარის გაფორმებაა საჭირო.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არა მხოლოდ მათ ინტერესებში, არამედ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესშია.

“მიხეილ სააკაშვილმა ციხის საკნიდან, ისე, რომ სასამართლოში საზოგაოდების წინაშე წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა, ისე, რომ სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა, მოუგო “ქართულ ოცნებას” არჩევნები, მოუგო ბიძინა ივანიშვილს არჩევნები და დღეს არის მთავარი ამოცანა, რომ ეს მონაპოვარი ქართველმა ხალხმა ოფიციალურად გაიფორმოს. შესაბამისად, ყველა პროტესტი, ყველა მიტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიტინგების წარმატებით დასაგვირგვინებლად აუცილებელია, საჭიროა, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. თუ ხალხი იქნება აქტიური, თუ ხალხი ამ მოთხოვნებს მიჰყვება ბოლომდე და არ დაიღლება, და ქართველი ხალხი არ დაიღლება, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი”, – თქვა ბექა ბასიალიამ.