ადვოკატი – მეგის ქარდავა მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მეგის ქარდავას ბრალი წაყენებული აქვს ციხეში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით, დღევანდელი პროცესი სწორედ ამ ეპიზოდს ეხება.

“შუამდგომლობას დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. მას პროცესებზე გამოცხადების შესახებ უარი არ უთქვამს. როგორც ამ საქმეზე, ისე ყველა სხვა საქმეზე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია. ამას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეები, ვინაიდან სწორედ ამაზე მეტყველებს იძულებით მიცემული ჩვენებები”, – აცხადებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.

ცნობისთვის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა.