კახი კალაძე ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

კახი კალაძე პარტიის სახელით ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:

-„მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს გამოიძიონ ჯიხაშკარში მომხდარი ინციდენტი და დასაჯონ დამნაშავეები რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყვნენ.

ჯერ არ არის იდენტიფიცირებული იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ჟურნალისტებს დაუპირისპირდა.

მთლიანობაში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა“-განაცხადა კალაძემ.

კომენტარის დატოვება